Sunday, April 22, 2012

მეხუთე სესიაში მონაწილე დელეგატები

ამერიკის დელეგაცია

დელეგაციის ხელმძღვანელები:

1. დავით ჩიქოვანი
2. ნინო აფციაური

დელეგატები:

1. გიორგი ლომიძე
2. ნიკა ფურცელაძე
3. სალომე ლემონჯავა
4. მარიამ მაჩიტიძე
5. ბექა ბუნტური

ევროპის დელეგაცია


დელეგაციის ხელმძღვანელები:

1. სალომე მაისურაძე (სესიის ვიცე-პრეზიდენტი)
2. მარიამ მეგრელიშვილი

დელეგატები:

1. ნიკა ნანიტაშვილი
2. დავით მეშველაშვილი
3. მარიამ გრიგალაშვილი
4. ნიკა ჯავახიშვილი
5. ნინო ხუროშვილი

ახლო აღმოსავლეთის დელეგაცია

დელეგაციის ხელმძღვანელები:

1. ქეთევან ბრეგვაძე
2. ალექსანდრე ჩარკვიანი

დელეგატები:

1. მიხეილ გაფრინდაშვილი
2. გიორგი ლომიძე
3. მარინე კაპანაძე
4. ეკატერინე ბაკურაძე
5. თეკლა ჯამრულიძე

აფრიკის დელეგაცია:

დელეგაციის ხელმძღვანელები:

1. ნიკოლოზ ჩარკვიანი (სესიის პრეზიდენტი)
2. თიკო მამუჩაშვილი

დელეგატები:

1. თეონა ხუციშვილი
2. შორენა მაღლაკელიძე
3. ნინო შენგელია
4. ქეთევან ცომაია
5.  მაკო ფანჩულიძე


სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დელეგაცია:


დელეგაციის ხელმძღვანელები:

1. ნია ნამგალაძე
2. ნიკა ჟღერია

დელეგატები:

1. ანი მიქიაშვილი
2. მარიამ კოპალეიშვილი
3. ნინო კვირიკაშვილი
4. ლიკა მაჭარაშვილი
5. ანა ჩალაძე


Friday, April 6, 2012


28-29 აპრილს თავისუფალი პარლამენტი მართავს მეხუთე სესიას. როგორც იცით თავისუფალი პარლამენტის სესიები წარმოადგენს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის სიმულაციებს. ამჯერად სესია წარიმართება მსოფლიო რელიგიების პარლამენტის ფორმატით. უამრავი სიახლე და ბევრი საინტერესო ინფორმაცია გველის წინ.



სხვადასხვა რელიგიურ კონფლიქტებზე იმუშავებს 5 დელეგაცია, ესენია:

1.ამერიკის დელეგაცია
2.ევროპის დელეგაცია
3.აფრიკის დელეგაცია
4.ახლოს აღმოსავლეთის დელეგაცია
5.სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დელეგაცია

შერჩეული თემები ძალიან მწვავე და აქტიუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის. კონკრეტულ საკითხებს ტრადიციულად არჩეული დელეგატები შეიტყობენ.

დელეგატების შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება, პირველი ეტაპი, აპლიკაციის შევსებაა, მეორე კი ინდივიდუალური გასაუბრება.

აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული:
https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dDFaUXRkVEhFS3hZMVBCUnFubWVmdFE6MQ

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა არის 19 აპრილი, 00:00

გასაუბრება შედგება 21-22 აპრილს.

სესიაში მონაწილეობის საფასური შეადგენს: 25 ლარს

გისურვებთ წარმატებებს!

Thursday, April 5, 2012

"მსოფლიოს სიახლეები თავისუფალი პარლამენტისგან" აპრილის ნომერი


გაზეთის სანახავად მიყევით ბმულს:  აპრილის ნომერი

აპრილი განსაკუთრებული თვეა, გაზაფხულის შუაგულია, ჩემთვის სწორედ აპრილში მთავრდება ზამთარი და იწყება ახალი სიცოცხლე, სწორედ ამ პერიოდში იჟღინთება ქალაქი ჩემთვის საყვარელი ერთადერთი ყვავილის, იასამნის სურნელით, თითქოს ხალხსაც ეტყობა ეს. სხვა არ ვიცი, მაგრამ ჩემში ნამდვილად ტრიალებს იასამნის სურნელი. ვერ შეგპირდებით, რომ მსოფლიოს მოვლენები აპრილისა და იასამნისთვის დამახასიათებელი ფერებითაა სავსე, თუმცა მე ნამდვილად ვერ ვიტყოდი უარს ამ სიახლეების წაკითხვაზე.

პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც გამოხატა თავისი აზრი წინა ნომერთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ერთ-ერთ დელეგატს, რომელმაც მითხრა, რომ დილით ყავას სვამდა და გაზეთს კითხულობდა, ყველაზე საწყენი მისთვის ის იყო, რომ სტატიები ყავაზე ადრე დამთავრდა და ამას დიდი აღტაცებით მიყვებოდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია, იდეამ გაამართლა და ალბათ მართლა შევძელით საინტერესო ინფორმაცია მოკლედ და მარტივად გადმოგვეცა.

რაც შეეხება ამ ნომერს, უნდა ითქვას, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენებია ასახული. არც კი ვიცი, რომელი უფრო მწვავე და აქტუალურია. ალბათ საკმარისია ორი მაგალითის მოყვანა, საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში და ნატოს ქმედუნარიანობის ეჭვქვეშ დაყენება. თქვენც ხვდებით, რომ ეს თემები ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოსთვის და რაც მთავარია პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება საქართველოს, ამდენად, ვფიქრობ არც ეს ნომერი იქნება წარუმატებელი.

თქვენ პირველად იხილავთ მკითხველის გვერდს, ამჯერად გთავაზობთ “თავისუფალი პარლამენტის” აქტიური დელეგატის ნინო კვეტენაძის სტატიას. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს აქვს შანსი გამოგზავნოს თავისი სტატია, რომელიც უნდა ეხებოდეს აქტუალურ თემას, ჩვენ კი აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. გაზეთს ვაწვდით 500-მდე დაინტერესებულ პირს, რაც არც თუ ისე ცოტაა.
 
ბოლოს კი მინდა აღვნიშნო, რომ აპრილი საკმაოდ დატვირთული თვეა “თავისუფალი პარლამენტისათვის.” 28-29 აპრილს გაიმართება მეხუთე სესია, განახლებული ფორმატითა და საინტერესო თემებით. თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook-ის გვერდსა და ბლოგს (www.freeparliament.blogspot.com ). აპლიკაცია სულ მალე დაიდება. წინ ძალიან ინფორმატიული ორი დღე გველოდება.

შემდეგი ნომერი კი ატმის ყვავილისფერ მაისში გამოვა, მანამდე დატკბით იასამნის სურნელითა და გაზაფხულის სითბოთი.
 

პატივისცემით,
ნიკოლოზ ჩარკვიანი