29 იანვარს "თავისუფალი პარლამენტის" წარმომადგენლები თბილისის კერძო სკოლის ''დავითიანის'' მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრის თემას "თავისუფალი პარლამენტისა" და "კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთობლივი პროექტები წარმოადგენდა, კერძოდ, დებატების ჩემპიონატი, რომელიც გაიმართება 20-22 თებერვალს და მონაწილეები ლინკოლნ-დუგლასის ფორმატით იდებატებენ. ფორმატთან დაკავშირებით გაიმართება ტრენინგი და მონაწილეებს საშუალება ექნებათ საჩვენებელ დებატებშიც მიიღონ მონაწილეობა. მეორე ღონისძიება - ზამთრის სკოლა გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში და მოიცავს ლექციებსა და სასემინარო მუშაობას. მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ეკონომიკა, სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები. სკოლა ''დავითიანში'' პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა, მას 50 ბავშვი ესწრებოდა - მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. შეხვედრამ ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია და მათ პროექტებში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვეს.
No comments:
Post a Comment