ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ბოლო პერიოდში
გაღრმავდა, კერძოდ, ოფიციალური თეირანი და
მოსკოვი უახლოეს მომავალში გააფორმებენ შეთანხმებას ირანში ახალი ატომური ელექტროსადგურის
მშენებლობის შესახებ. ინფორმაცია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰმა
გაავრცელა. თუმცა, არ გაუმახვილებია ყურადღება დოკუმენტის შინაარსსა თუ ხელმოწერის
სავარაუდო თარიღზე. რაც შეეხება რუსულ მხარეს, იგი კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით
ვრცელ კომენტარს არ აკეთებს.
2013 წლის თებერვალში ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ
(SEOI)
გამოაცხადა, რომ შერჩეული იყო
16 ადგილი, სადაც მოხდებოდა ახალი ელექტროსადგურების აშენება. ძირითადად ეს ადგილებია:
კასპიის ზღვის სანაპირო არეალი, სპარსეთისა და ომანის ყურეების მიმდებარე ტერიტორიები,
ასევე ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი. აპრილში ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის
თავმჯდომარემ ფერეიდონ აბას-დავანმა ისაუბრა ახალი რეაქტორების აშენებასთან დაკავშირებით
და ყურადღება გაამახვილა, რომ ეს შედის ირანის უახლოეს გეგმებში. თუ რამდენად რეალისტურია
ირანის გეგმები და პროექტები - სადაოა.
ირანის პრეზიდენტმა ისაუბრა ამ ბირთვული ელექტროსადგურის
აშენების თაობაზე, კერძოდ, შეერთებულ შტატებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა,
ირანისა და რუსეთის გეგმები.
პრეზიდენტმა ისაუბრა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე
და გააკეთა განმარტება, რომ ირანს არ გააჩნია საკმარისი ელექტროენერგია და ესაჭიროება
იმაზე 20-ჯერ მეტი, ვიდრე ბუშერის ატომური ელექტროსადგური გამოიმუშავებს, რომელიც ასევე
რუსეთის მიერაა აგებული. პრეზიდენტმა დააზუსტა,
რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა და რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება. მან
მოუწოდა სხვადასხვა დაინტერესებულ კომპანიებს პროექტში მონაწილეობისკენ და თანამშრომლობისთვის
მზადყოფნა გამოთქვა.
თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოები აქტიურად განაგრძობენ
ატომური ელექტროსადგურების შენებას. მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა
ყოფილ ქალაქ ობნისკში 1954 წლის 27 ივნისს. ევროპაში კი სამრეწველო დანიშნულების პირველი
ატომური ელექტროსადგური ამუშავდა ინგლისში 1956 წელს - კოლდერ-ჰოლში, ერთი წლის შემდეგ
კი - ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, შიპინგპორტში. ატომურ ელექტროსადგურში ატომური
ენერგია ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება. მისი მთავარი დანადგარი ენერგეტიკის ბირთვული
რეაქტორია.
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ირანი ურანს მხოლოდ
იმ რადიო-იზოტოპების შესაქმნელად აწარმოებს, რომელიც სამედიცინო მკურნალობისთვის არის
გამიზნული. პრეზიდენტის თქმით, ამჟამინდელი მდგომარეობით ირანს ესაჭიროება დაახლოებით
19 ათასი მეგავატი.
პრეზიდენტმა აჰმადი ნეჯადიმ განცხადებაში ხაზი გაუსვა
შემდეგ გარემოებას: „ჩვენ იმ წუთსვე შევწყვეტთ ურანის წარმოებას, თუკი გაეროს დამკვირვებლები
საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოდან ირანს ქვეყნისთვის აუცილებელ მარაგს მოაწვდიან“.

ბუშერის ატომური ელექტროსადგური რუსეთის ერთ-ერთი ძირითადი
პროექტია, რომელიც საზღვარგარეთ მდებარეობს. მისი მშენებლობა დაიწყო 1975 წელს, ხოლო
1995 წელს მშენებლობას რუსეთი შეუერთდა. მისი სიმძლავრე 60 მეგავატს შეადგენს. სამუშაოების
ძირითადი ნაწილი 2010 წელს დასრულდა, ხოლო 2013 წლის სექტემბერში დაგეგმილია ობიექტის
ექსპლუატაციაში გაშვება.
ირანის პრეზიდენტის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატებიც. ბარაკ ობამამ განაცხადა,
რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები არ დაუშვებენ თეირანის მიერ ატომური იარაღის დაუფლებას.
იგი მხარეებს საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.
მარიამ აბუაშვილი
ფოტოები:
1. http://www.iranreview.org/content/Documents/Iranian-President-Calls-for-Structural-Overhaul-of-UNSC.htm
2. http://newsician.files.wordpress.com/2010/11/4-bushehr-power-plant.jpg
No comments:
Post a Comment