კონფერენციის მეორე დღე
ჰოსტელში საუზმით
დაიწყო. წინა
ღამის კლუბური
გართობის შემდეგ
საკმაოდ რთული
აღმოჩნდა დილით
ადრე ადგომა.
უნივერსიტეტში ვიზიტამდე მასპინძელმა
ორგანიზატორებმა ვარშავის
ყველაზე მაღალ
შენობაში - კულტურისა
და მეცნიერების
ცენტრში წაგვიყვანეს.
შენობიდან იშლება
ხედი მთელ
ქალაქზე. ხედი
საკმაოდ კონტრასტულია
- ცათამბჯენებსა და
ინდუსტრიულ ცენტრებთან
ერთად მოჩანს
რესტავრირებული ძველი
ქალაქი, რომელიც
გაშენებულია მდინარე
ვისლას ნაპირზე.
უნივერსიტეტში 2 ლექცია ჩატარდა,
რა თქმა
უნდა ისევ
მარკეტინგის თემატიკაზე.
პირველი ლექცია
შეეხებოდა "ადგილის მენეჯმენტს"
- ათენის ოლიმპიადის
მაგალითზე გავარჩიეთ
სტრატეგია, რომელიც
ქვეყანამ უნდა
დასახოს იმისათვის,
რომ კონკრეტული
ტურისტული მდებარეობა
პოპულარული გახდეს
ან შეიცვალოს
მსოფლიოს დამოკიდებულება მის
მიმართ.

ლექციების შემდეგ წავედით
უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის
კაფეტერიაში, სადაც
პოლონური ნაციონალური
კერძები დავაგემოვნეთ.
დაახლოებით 4 საათისთვის უკვე
ჩამობნელდა და
ჯგუფი ქალაქის
ძველ ნაწილის
დასათვალიერებლად წაგვიყვანეს.
ჩვენი გიდი
ძალიან საინტერესო
ადამიანი აღმოჩნდა.
საკმაოდ საინტერესო
ტექსტებით, რომელიც
შეჯერებული იყო
იუმორით, საკმაოდ
ბევრი რამ
გავიგეთ ვარშავის
შესახებ. როგორც
მოგეხსენებათ, მეორე
მსოფლიო ომის
დროს ქალაქის
90% დაინგრა. მართლაც საოცარია,
როგორ მოახერხეს
ქალაქი ასე
კარგად აღედგინათ
სულ რაღაც
7 წელში. დაცულია
სტილი და
ამავდროულად შენობებისთვის მიცემულია
სიძველის ეფექტი.
ექსკურსიის შემდეგ
დავაგემოვნეთ ყველაზე
პოპულარული პოლონური
კერძი "პიეროგი" - ვარენიკები განსხვავებული შიგთავსით.
როგორც ყოველი დღე,
ესეც სავსე
გახლდათ გასართობებით
- ჰოსტელთან ახლოს
მდებარე პაბში
დაღლილობა პოლონური
ლუდით განვიქარვეთ.
No comments:
Post a Comment