ევროპის კავშირმა, რომელშიც გაწევრიანებისკენ
არაერთი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც ისწრაფის, 2007 წლის შემდეგ
პირველად მიიღო გაფართოების
გადაწყვეტილება. ხორვატია არის 28-ე ქვეყანა, რომელიც შეურთდა მას თითქმის თორმეტწლიანი
მოლაპარაკებების შემდეგ.
იგი ყოფილი იუგოსლავიის მეორე რესპუბლიკაა სლოვენიის შემდეგ (2004 წელი), რომელმაც ეს მოახერხა და 2013 წლის 1 ივლისს გახდა ევროპის კავშირის წევრი. ხორვატია მცირერიცხოვანი ქვეყანაა, რომელიც მოიცავს 56,594 კვადრატულ კილომეტრს. იგი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დასავლეთით ეკვრის ადრიატიკის ზღვა. ხორვატიის გაწევრიანებით ევროპის კავშირის მოსახლეობა კიდევ 4,2 მილიონი ადამიანით გაიზარდა.
იგი ყოფილი იუგოსლავიის მეორე რესპუბლიკაა სლოვენიის შემდეგ (2004 წელი), რომელმაც ეს მოახერხა და 2013 წლის 1 ივლისს გახდა ევროპის კავშირის წევრი. ხორვატია მცირერიცხოვანი ქვეყანაა, რომელიც მოიცავს 56,594 კვადრატულ კილომეტრს. იგი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დასავლეთით ეკვრის ადრიატიკის ზღვა. ხორვატიის გაწევრიანებით ევროპის კავშირის მოსახლეობა კიდევ 4,2 მილიონი ადამიანით გაიზარდა.
ხორვატიას, ისევე როგორც სხვა ბალკანურ
სახელმწიფოებს, რთული ისტორიული გზის გავლა მოუწია. ბოლო 20 წლის მანძილზე
გადაიტანა ომი, ეთნიკური დაპირისპირებები და მოუწია მის შედეგებთან გამკლავება. 1991 წელს ომის დაწყებამდე ხორვატიის მოსახლეობის
14%-ს ეთნიკურად სერბები შეადგენდნენ. დღეს მათი რიცხვი 4%-მდეა შემცირებული. მათი ნაწილი ომის მსხვერპლი გახდა, დანარჩენებისთვის კი არსებული ზეწოლის შედეგად გაუსაძლისი გახდა ხორვატიაში ცხოვრება და სერბეთში დაბრუნდნენ. აღნიშნული სტატისტიკა ხორვატიის სასარგებლოდ სულაც არ მეტყველებს.
ეს ციფრები ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ისმის კრიტიკა ხორვატიის მიმართ, სერბეთთან
ურთიერთობის გარდა, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებში. ასევე აღსანიშნავია ტრეფიკინგის გახშირებული შემთხვევები. ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ სურს ურთიერთობების დარეგულირება სერბეთთან და იმედოვნებს, რომ სერბეთიც მალე გახდება ევროპის კავშირის წევრი.
ბოლო წლებში ხორვატიამ მოახერხა ტურიზმის მასიური განვითარება და ეკონომიკური ზრდა. 2012 წელს ხორვატიას ყველაზე ბევრი, 10
მილიონამდე ტურისტი ესტუმრა. მიუხედავად ამისა, ხორვატიაში, ეკონომიკური რეცესიის პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში აქტუალურია. უმუშევრების
რაოდენობა იზრდება და ექსპერტთა ვარაუდით წელს მათი რიცხვი მოსახლეობის
20%-ზე მეტს შეადგენს.
ექსპერტების ნაწილის შეფასებით ხორვატიას არ გაუმართლა და ევროკავშირს ცუდ დროს უერთდება, მაშინ როცა ევროპის წამყვან ქვეყნებსაც კი სერიოზული ფინანსური პრობლემები აწუხებთ და უჭირთ ფისკალური კრიზისის
დაძლევა.
მიუხედავად ამისა, ხორვატიის მოსახლეობის უმრავლესობა სიხარულით ხვდება ევროკავშირში შესვლას და ზაგრებში
ათასობით ხორვატმა ერთად იზეიმა მათი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული
მოვლენა (2012 წლის იანვარში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის 66%-მა მხარი დაუჭირა ხორვატიის ევროკავშირში ინტეგრაციას).
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, ეს გაწევრიანება
შეცვლის ამ ერის ცხოვრებას უკეთესობისკენ.
ოფიციალური ბრიუსელი იმედოვნებს, რომ ხორვატია მზად არის ევროკავშირის წევრობისათვის და ქვეყნის მიღწევებზე უთითებს.
თავის მხრივ, ხორვატიის პრემიერ მინისტრი პოზიტიურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ რეფორმები აუცილებლად გაგრძელდება და ხორვატია აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრობის ღირსია.
ნია ნამგალაძე
No comments:
Post a Comment