საფრანგეთის 65 მილიონიანი მოსახლეობიდან 5 მილიონი
მუსლიმია. 2011 წელს ქვეყანაში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავდა აშკარად გამოხატული
რელიგიური სიმბოლოების ტარებას. ამ კანონმა მძაფრი რეაქცია გამოიწვია ადგილობრივ მუსლიმებს
შორის, რადგან ქალების უმრავლესობისთვის რელიგიის ნაწილადაა ქცეული სახის დაფარვა პირბადით,
ნიქაბითა და ბურქით.

ფაქტია, რომ საფრანგეთში უკანასკნელ წლებში თავდასხმები
რასისტულ ნიადაგზე გაიზარდა 60%-ით, უფრო კონკრეტულად :
- 2012 წელს მოხდა თავდასხმა 40 მეჩეთზე, 2011 წლის ფონზე ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია;
- 2012 წელს მოხდა 469 თავდასხმა, ასევე რელიგიურ ნიადაგზე;
- მოსახლეობაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 54% -ის აზრით, საფრანგეთის მთავრობა ძალიან ბევრ უფლებას ანიჭებს ისლამის მიმდევრებს.

ქამელ ქაბტანემ, რომელიც ლიონის მთავარი მეჩეთის სულიერი
ლიდერია, მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ მისთვის
განსაკუთრებით მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ თავდამსხმელი ჯარისკაცია, „პირი, რომელიც
ვალდებულია დაიცვას საფრანგეთი’’. მან ასევე განაცხადა: „დღესდღეობით საფრანგეთში ისლამოფობიის
კლიმატი ბატონობს. ჩვენ საკუთარ თავს ვერ მოვატყუებთ’’. და იქვე დაამატა: „ეს ყველაფერი რამდენიმე წელია
რაც გრძელდება, თუმცა ამჯერად ხალხმა თავისი სიტყვა საქმედ აქცია’’.
იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ უკანასკნელ წლებში თავდასხმების
რაოდენობა 60%-ითაა გაზრდილი, ქამელ ქაბტანემ, ლიონის გარეუბანში გამოსვლისას თავისი
ასობით მომხრის წინაშე, მოითხოვა, რომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ოლანდიმ,
მიიღოს „სერიოზული ზომები’’ ისლამოფობიის წინააღმდეგ.

„ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ ერთ დღესაც
ფრანგმა ხალხმა გაიღვიძა და თქვა: დღეიდან მე ვიქნები არატოლერანტული?’’ მისი განცხადებით, იმის გამო, რომ საფრანგეთი თავს
არიდებს მუსლიმი საზოგადოების „საქმეებში’’ ჩარევას, საფრანგეთი რასისტულ ქვეყანად
შერაცხეს.
ფაქტია, რელიგიურ საფუძველზე მართლაც მოხდა ბევრი თავდასხმა,
რომელსაც 2011 წლის აპრილში მიღებულ კანონს უკავშირებენ. რიცხვები გვაჩვენებს, რომ
თავდასხმების რაოდენობა აშკარად გაზრდილია. მაგალითად: მაისში მოხდა თავდასხმა,
17-წლის მუსლიმ გოგონა რაბიაზე; მან განაცხადა, რომ თავს დაესხნენ ე.წ. „სკინჰედები’’,
რომლებმაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და „ბინძური მუსლიმი’’ უწოდეს.
ივნისში ფეხმძიმე მუსლიმმა ქალმა ნაყოფი დაკარგა, მას შემდეგ რაც თავს დაესხნენ ჩადრის
გამო და ანტი-ისლამური სლოგანებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა მარტში მომხდარი ინციდენტის
ფონზე, როდესაც 22 წლის მუსლიმმა დაჭრა ფრანგი ჯარისკაცი. ეს მოვლენა შეფასდა, როგორც
მკვლელობა ტერორისტულ ნიადაგზე. ამ ყველაფერთან ერთად, ხშირად ხდება მეჩეთების კედლების
დაფარვა ანტი-ისლამური სლოგანებით და მუსლიმთა სალოცავების სხვა გზებით შეურაცხყოფა...
გასაკვირი არაა, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობაში დაძაბულობასა და მუსლიმების მხრიდან
დიდ უკმაყოფილებას იწვევს. მათი განცხადებით, უკანასკნელ წლებში მათი უსაფრთხოება ეჭვქვეშაა
დამდგარი.
ქეთევან ბრეგვაძე
ფოტოები:
No comments:
Post a Comment