სომალი არის სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე.
მისი ოფიციალური სახელია სომალის რესპუბლიკა. მას ჩრდილო-დასავლეთიდან ჯიბუტი, სამხრეთ-დასავლეთიდან კი კენია ესაზღვრება. ჩრდილოეთით მდებარეობს ადენის ყურე, რომლის მეშვეობითაც უკავშირდებიან იემენს, აღმოსავლეთიდან
სომალს ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე, ხოლო დასავლეთიდან- ეთიოპია.
სომალის მოსახლეობა 10 მილიონს შეადგენს. მაცხოვრებლების 85%-ს ეთნიკური
სომალელები წარმოადგენენ. ოფიციალური ენებია სომალური და არაბული. რაც შეეხება რელიგიას,
მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მუსლიმია, მათი უმრავლესობა კი სუნიტი გახლავთ.
სომალი ითვლება აფრიკის ერთ-ერთ პრობლემურ სახელმწიფოდ, სადაც მუდმივი
ომები და დაპირისპირებები მძვინვარებს.
სომალის ტერიტორიაზე დასახლებები უძველესი დროიდან არსებობდა. შუა საუკუნეებში
ეს ტერიტორია მუსლიმური სახელმწიფოების შემადგენელი ნაწილი გახდა. მოგვიანებით მას
ბრიტანეთის იმპერია აკონტროლებდა. 1960 წელს გაერთიანდა ბრიტანული სომალილენდი და იტალიური
სომალილენდი. სომალმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ქვეყანაში დამყარდა სამხედრო მმართველობა. 1991 წლიდან 2000 წლამდე კი სომალში
არ არსებობდა საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა. 1991 წლიდან აქ სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.
ქვეყნის რამდენიმე რეგიონში შექმნილია ადგილობრივი მთავრობა, რომელთაგან თითოეული დამოუკიდებლობისაკენ
ისწრაფვის. მათგან აღსანიშნავია ქვეყნის ჩრდილოეთით არსებული სომალილენდი. სომალი ძალაუფლებისათვის
ბრძოლის ველად არის ქცეული.

დღეს სომალში ინფრასტრუქტურა, თითქმის მთლიანად, მოშლილია. მთავრობა, რომელსაც
საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ, მხოლოდ დედაქალაქს და რამდენიმე რაიონს აკონტროლებს,
სხვაგან კი ისლამისტური დაჯგუფებები და სეპარატისტები ლიდერობენ.
მძიმე პოლიტიკური ფონის გარდა, მსოფლიოს ყურადღებას სომალი შიმშილობის
მაჩვენებლებითაც იქცევს. ქვეყანაში შიმშილისგან ყოველ ოთხ წუთში ერთი ბავშვი იღუპება.
გაუსაძლისი სოციალური პირობები, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, წყლის და საკვების
დეფიციტი, მუდმივი ომი, აფეთქებები, თავდასხმები, კრიმინალის მაღალი დონე, ქალთა და
ბავშვთა უფლებების დარღვევა - ეს ყველაფერი სომალელებისათვის რეალობაა.
დღეს ქვეყანაში ვითარება უკიდრუსად მძიმეა. შეტაკებები გახშირებულია, საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლებიც კი ერიდებიან სომალის ტერიტორიაზე შესვლას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სომალს სტაბილური
მთავრობა, ფაქტობრივად, არ ჰყოლია. ასეთად მხოლოდ ფედერალური მთავრობა შეიძლება ჩაითვალოს,
ისიც მხოლოდ საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობდა. სამოქალაქო ომი სომალელების ცხოვრების
განუყოფელ ნაწილად იქცა. იბრძვის ყველა, ყველას იარაღი აქვს. Youtube-ზე ბევრ ვიდეოს
წააწყდებით სომალელი ქალების შესრულებით. ისინი თავიანთ რელიგიასა და სამშობლოს იცავენ.
არასრულწლოვანი ბავშვებიც ჯარისკაცების გვერდით დგანან.
ამდენად, სომალი დღეს ყოველმხრივ შველასა და დახმარებას საჭიროებს. სანამ
ხელისუფლების ხელში ჩაგდების მსურველები ომს ომზე იწყებენ, ადამიანის უფლებები აშკარად
ირღვევა, ბავშვები შიმშილით იხოცებიან, სომალი სულ უფრო და უფრო „იძირება ჭაობში“,
საიდან ამოსვლა ქვეყნისთვის საკმაოდ რთული იქნება.
მარიამ ჩარკვიანი
ფოტოები:
No comments:
Post a Comment